|
Thursday, 11 February 2010 17:38 |
|
პრესრელიზი
---------------------
3 წელი გავიდა სანდრო გვირგვლიანის მკვლელობისგან, რომელიც ჩვენსავით ახალგაზრდა იყო და ჩვენსავით უყვარდა სიცოცხლე, მისი მკვლელები სარგებლობენ რა სახელმწიფოს მაღალჩინოსნების მფარველობით, ისევ დაუსჯელი არიან, ასევე დაუსჯელებელი არიან ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები.
არავის და მით უმეტეს ჩვენ, ახალგაზრდებს არა გვაქვს უფლება შევეგუოთ ძალადობის პარპაშს ქვეყანაში, არა გვაქვს უფლება მთელი ქვეყნის გასაგონად ხმამაღლა არ გამოვხატოთ პროტესტი, რათა მსგავსი რამ არასდროს არ გამეორდეს.
მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, მიუხედავად მათი პარტიულობის თუ იდეოლოგიური შეხედულებებისა, შემოუერთდით ამ აქციას. ჩვენ ხომ ყველანი ახალგაზრდები ვართ და ყველას გვინდა ვიცხოვროთ ძალადობისგან თავისუფალ ქვეყანაში.
ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია ,რათა არ ვიყოთ პასიურები და არ შევეგუოთ იმას, რისი შეგუებაც არ შეიძლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება ადამინის კონტიტუციით გარანტირებული უფლებები. Uუპირველესად სიცოცხლის უფლება .ჩვენ უნდა მივაღწიოთ რომ ვერავინ ვერ გაბედოს ბოროტად გამოიყენოს Fთავისი თანამდებობა და ძალაუფლება ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელწიფოში, სადაც უსაფრთხო არსებობის საშუალება ექნება თითოეულ ჩვენთაგანს.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთახალგაზრდებსაც და უფროსებსაც, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, პოლიტიკური შეხედულებისა შევუერთდეთ და მხარი დავუჭიროთ 28 იანვარს დაგეგმილ აქციას “არა ძალადობას”რომელიც გაიმართება საქართველოს პარლამენტთან 14 საათზე, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, საზოგადოებას და მთელს მსოფლიოს რომ ჩვენ ახალგაზრდა თაობა უარს ვაცხადებთ ძალადობაზე.
-----------------
საქართველოს ქალთა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია
|
|
Saturday, 20 March 2010 21:41 |
|
ა.წ. 14 ივლისს გამოვეხმაურე პრეზიდენტის შეთავაზებას ოპოზიციისადმი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრის მოადგილეების თანამდებობის დაკავების შესახებ. არაერთი ადამიანი მეკითხება თუ როგორია ხელისუფლების პასუხი ამ განცხადებაზე. ვგრძნობ რა პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და მიმაჩნია, რომ ის ინფორმირებული უნდა იყოს ასეთ საკითხებზე, მინდა გავაკეთო შემდეგი განცხადება:
ჩემთვის ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისთვის, სრულიად ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ეს შემოთავაზება წარმოადგენდა რიგით პიარ აქციას. მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით მაშინ სჭირდებოდა დემოკრატიის თამაში და სწორედ ამ მიზნით გააკეთა ეს შეთავაზება. ვთვლი, რომ ხელისუფლება ხალხთან ანგარიშვალდებულია და მას პასუხი უნდა მოვთხოვოთ ყველა დანაპირებსა და ნათქვამზე. ამიტომაც გამოვეხმაურე ხელისუფლების ამ შეთავაზებას და ყველა წესის დაცვით წარვადგინე ჩემი კანდიდატურა განათლების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე. წარდგინებას დართული ჰქონდა სათანადო ინფორმაცია ჩემი განათლების და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
|
|
Read more...
|
|
Wednesday, 17 February 2010 17:16 |
|
საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობის და თანასწორობისთვის
სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამა
პარტია თავისი მიმართულებით ცენტრისტული მემარცხენე ორიენტაციისაა. .მხარს ვუჭერთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე, სანამ არ შეიქმნება მნიშვნელოვანი რაოდენობის და გავლენის მქონე საშუალო კლასი, სახელმწიფო ნაწილობრივ ერევა ბაზრის რეგულაციაში.
პრიორიტეტული ყურადღება საშუალო და მცირე ბიზნესს, რამდენადაც საზოგადოდ საქართველოს მოსახლეობის დასაქმების უპირატესი გზა ესაა და ამასთან ქალების უმრავლესობისთვის ხელსაყრელია მცირე და საშუალო ბიზნესი ,რადგან იგი უფრო მოქნილ მენეჯმენტს გულისხმობს და ქალებისთვის შესაძლებელია მისი შეხამება ოჯახური მოვალეობების შესრულებასთან.
განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც შობადობის და ბავშვთა დახმარების სახელმწიფო და მიზნობრივი პროგრამების ამოქმედებით , ისე მიგრაციის რაოდენობის შესამცირებლად სპეციალური ღონისძიებების გატარებით.(ქალთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება)
დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორებისთვის საჭიროა შემუშავდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, განსაკუთრებით სოფლად შობადობის გაზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორსულობის მთელ პერიოდში და უფასო მშობიარობა. ჩვილ ბავშვებზე სპეციალური დახმარება. 3 და მეტ-შვილიან ოჯახებისთვის სხავდასხვა შეღავათები.
აუცილებელია სოციალური პოლიტიკის არსებითი ცვლილება იმ ამოცანების გათვალისწინებით, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე დღეისათვის და უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია მათი გამწვავება (მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის გაუარესება, დაბერების ტემპებისა და ხარისხის ზრდა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პრობლემების გამწვავება, შრომისუნარიანი მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის კლება და მათი ეკონომიკური დატვირთვის გაზრდა და ა.შ.). კერძოდ:
სოციალური პოლიტიკა ერთერთი Mმთავარი პრიორიტეტია: U აუცილებელია სოციალური დახმარებების სფეროში სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების ძალისხმევის კოორდინაცია, რაც გაზრდის დახმარების ეფექტიანობას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დასაქმების ხელშეწყობისა და უმუშევრობის შემცირების მიზნით დასაქმების ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციას. ამ მიზნით:
უნდა შეიქმნას შრომის სამინისტრო ცალკე უწყებად;
უნდა შემუშავდეს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ახალი კონფეფცია, სადაც აისახება დასაქმების ხელშეწყობის თანამედროვე, ეფექტიანი მიმართულებები და მათი რეალიზაციის მექანიზმები; საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კონცეფციის მიღების შემთხვევაში, მის ბაზაზე უნდა მომზადდეს `დასაქმების სახელმწიფო რეგულირების შესახებ” კანონპროექტი;
უნდა ჩამოყალიბდეს მობილური, ეფექტიანი, დამსაქმებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული დასაქმების სახელმწიფო სამსახური;
უნდა აღდგეს მიზნობრივი `დასაქმების სახელმწიფო ფონდის” საფინანსო ინსტიტუტი; სადაც გადაირიცხება საშემოსავლო გადასახადის 1,0-1,5% და საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხების აუთვისებლობის შემთხვევაში მოხდება მათი ფონდში აკუმულირება (და არა `ჩამოჭრა”); აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება დასაქმების ხელსეწყობისა და უმუშევართა სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები;
უნდა შემუშავდეს `შრომის კოდექსის” ახალი ვარიანტი, სადაც
გათვალისწინებული იქნეს როგორც დაქირავებულის, ისე დამქირავებლის
ინტერესები. შრომითი ურთიერთობების ლიბერალიზაციასთან ერთად
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის მინიმალური სოციალური ნორმატივები
(საარსებო მინიმუმი, მინიმალური ხელფასი, სამუშაო დროის ხანგრძლივობა,
შვებულების ხანგრძლივობა და სხვა სოციალურ-შრომითი ნორმატივები),
რომლებიც დადგენილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებითა
და `ევროპის სოციალური ქარტიით”.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოსახლეობის დაბალკონკურენტუნარიანი კატეგორიების დასაქმებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას;
.მოსახლეობის უკიდურესად გაჭირვებული ჯგუფების სოციალური დაცვის მიზნით გამართლებულია ასეთი ოჯახებისა და პირების იდენტიფიკაციის უფრო მარტივი და იაფი ორგანიზაციული მოდელის გამოყენება. მაგალითად, იმის მსგავსი, რაც მოქმედებდა 2005 წლამდე. D. აღნიშნული მოდელის გამჭვირვალობისა და ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სოციალური შემწეობების მიზნობრიობის, მისამართულობისა და ეფექტიანობის ამაღლება. დღევანდელი მოდელი ძვირადღირებული და არაეფექტურია საქართველოს პირობებში.
უნდა მომზადდეს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა სოციალური დაზღვევის მოდელზე თანდათანობით გადასვლისათვის, სავალდებულო (სახელმწიფო) და ნებაყოფლობითი (კერძო) დაზღვევის პრინციპების ურთიერთშეხამების საფუძველზე დაზღვევის სისტემაზე გადასვლისათვის საფუძვლების მოსამზადებლად; უნდა მოხდეს თანდათანობითი გადასვლა საპენსიო სადაზღვევო სისტემაზე. U
უნდა არსებობდეს რეგულირებადი უფასო სამედიცინო დახმარება. U
განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებისას მათი ხარისხის გაუმჯობესთებასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსახლეობისათვის მათი ხელმისაწვდომობის ამოცანა.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო განათლების სრული დაფინასება ( ვაუჩერული სისტემის გადახედვა და საბაზისო დაფინანსების შემოღება) .
მნიშვნელოვანი (მაგრამ არა სრული) დაფინანსება უმაღლესი განათლებისა როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონეზე, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტონომიურობას, მაგრამ უნდა ეხმარებოდეს მათ განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნაში.
ერთერთი Mმთავარი პრიორიტეტი სოციალური პოლიტიკისა ჩვენთვის არის გარემოს დაცვითი პოლიტიკის გატარება ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში ( უმუშევრობის შემცირება , დასაქმება, ქალაქმშენებლობა, მრეწველობის განვითარება თუ სხვა).
საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობის და თანასწორობისთვის
პარტია თავისი მიმართულებით ცენტრისტული მემარცხენე ორიენტაციისაა. .მხარს ვუჭერთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე, სანამ არ შეიქმნება მნიშვნელოვანი რაოდენობის და გავლენის მქონე საშუალო კლასი, სახელმწიფო ნაწილობრივ ერევა ბაზრის რეგულაციაში.
|
|
Read more...
|
|
Saturday, 20 March 2010 21:34 |
ფრაგმენტები გუგული მაღრაძის გამოსვლებიდან
|
|
Read more...
|
|
Saturday, 20 March 2010 21:27 |
არჩევნები, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული მართვის საფუძველი, არის კაცობრიობის ისტორიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. მისი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ არჩევნების ჩატარების დემოკრატიულობის ხარისხით ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური და ზოგადად კულტურული განვითარების დონე; განისაზღვრება ქვეყნის, თითოეული ამომრჩევლისა და მთელი მოსახლეობის მომავალი.
|
|
Read more...
|
|
Saturday, 20 March 2010 21:05 |
|
საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ოპოზიციის წარმომადგენლებისადმი თქვენი მხრიდან გაჟღერდა შეთავაზება, რომ მათ დაეკავებინათ მინისტრის მოადგილეების თანამდებობები, რითაც ისინი დაამტკიცებდნენ, რომ მათ შეუძლიათ და უნდათ საქმის კეთება და არა მხოლოდ საპროტესტო აქციების გამართვა. ეს შეთავაზება არაერთხელ გაიმეორეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც.
|
|
Read more...
|
|
Friday, 19 March 2010 19:53 |
|
პარტიის სიმბოლიკა პარტიის სიმბოლოებად გამოიყენება ემბლემა, დროშა და ბეჭედი. ემბლემა წარმოადგენს ორ ხელს, (სიმბოლურად ქალის და მამაკაცის) რომელსაც უჭირავს თაიგული. დროშა არის თეთრ ფონზე დადებული ემბლემა.ბეჭედი წარმოადგენს წრეს, რომელშიც ჩაწერილია პარტიის სახელწოდება ქართულად და ინგლისურად.
|
|
Friday, 19 March 2010 19:45 |
|
მიღებულია რეგისტრირებულია დამფუძნებელთა 2008 წლის 25 მარტის ყრილობაზე ოქმი N#1 წ ე ს დ ე ბ ა
საქართველოს ქალთა პარტია ,,სამართლიანობისა და თანასწორობისათვის” თბილისი 2008 წელი
1. ზოგადი დებულებები 1.1.საქართველოს ქალთა პარტია „სამართლიანობისა და სამართლიანობისათვის“ (შემდგომში პარტია) წარმოადგენს მოქალაქეთა ნებაყოფლობით პოლიტიკურ გაერთიანებას. 1.2. პარტია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის, ამ წესდების და წესდების საფუძველზე პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვტილებების შესაბამისად. 1.3. თუ პარტიის წესდება არ აწესრიგებს რომელიმე საკითხს, პარტიის მთავარი კომიტეტი უფლებამოსილია გამოსცეს დროებითი დებულება, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება პარტიის უახლოეს საერთო კრებას. 1.4. პარტიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა 1 ტელ. 877 209988 2. პარტიის მიზნები 2.1. ერთიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, 2.2.სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპების განუხრელი დაცვა, 2.3 დემ.ოკრატიული პრინციპების დამკვიდრება სახელმწიფო მმართველობაში. 2.4. საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში ქალთა აქტიური მონაწილეობის ხელისშეწყობა 2.5. პარტიის წევრთა პოლიტიკური აქტივობისთვის საჭირო განათლების პროგრამების განხორციელება. 2.6. ქალთა პოლიტიკური აქტივობის ხელშემწყობი საკონსულტაციო და რესურს ცენტრების შექმნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. 2.7. ქალთა პოლიტიკური აქტივობისადმი მიძღვნილი ტრენინგების, სემინარების, დისკუსიების, კონფერენციების და ა.შ. ჩატარება. 2.8. ქალთა პოლიტიკური აქტივობის შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორების მეცნიერული კვლევა და ამ საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება 2.9. ქალთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტრივობის ხელშესაწყობად სხვადასხვა სამეცნიერო, სასწავლო-მეთოდური და სხვა პრაქტიკული ხასიათის ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა, პერიოდიკის გამოცემა. 2.10. ცენტრალურ და რეგიონალური მას მედიის დაფუძნება, არსებული მასს მედიის ფართო გამოყენება ქალთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობის ასამაღლებლად 2.11. საქართველოში მომქმედ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მსგავსი მიმართულების მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა 2.12. უცხოეთში არსებული ქალთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების განვითარება. ეკონომიკურ სფეროში პარტია სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის განვიტარების მომხრეა.განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, როგორც საქართველოსთვის ტრადიციული საქმიანობის სფეროებს. 2.13. საგარეო პოლიტიკაში მშვიდობიანი და ურთიერხელსაყრელი ურთოერთობების დამყარება უახლოეს მეზობლებთან, ტერიტორიალური კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარება, ევროატლანტიკური ერთიანობისკენ სვლა.
3. პარტიის სიმბოლიკა პარტიის სიმბოლოებად გამოიყენება ემბლემა, დროშა და ბეჭედი. ემბლემა წარმოადგენს ორ ხელს, (სიმბოლურად ქალის და მამაკაცის) რომელსაც უჭირავს თაიგული. დროშა არის თეთრ ფონზე დადებული ემბლემა.ბეჭედი წარმოადგენს წრეს, რომელშიც ჩაწერილია პარტიის სახელწოდება ქართულად და ინგლისურად.
4. პარტიის სტრუქტურა 4.1. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის ყრილობა; 4.2. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა მთავარი კომიტეტი; 4.3. პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია; 4.4. პარტია ქმნის ადგილობრივ, რეგიონალურ, ახალგაზრდულ და საზღვარგარეთის ორგანიზაციებს. 4.5. პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილბები მიიღება დამსრეთა უმრავლესობით, 4.6. ყრილობის გადაწყვეტილებები წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, მ.შ. პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე პარტიის ქონების განაწილების შესახებ მიიღება დამსწრეთა ხმების ორი მესამედით. 4.7. ყრილობისა და საერთო კრების, აგრეთვე ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილბები ცალკეულ პირთა არჩევნების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით. 4.8. პარტია ქმნის ფრაქციებს საქართველოს პარლამენტში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში, კანონით დადგენილი წესით. 5. პარტიის წევრი 5.1. პარტიის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც აღიარებს პარტიის წესდებას. 5.2. პარტიის წევრად მიღება ხდება ნებაყოფლობით, განცხადების საფუძველზე. პარტიის წევრის მოწმობას გასცემს პარტიის თავმჯდომარე. 5.3. პარტიის წევრის მოვალეობაა არ გადაუხვიოს პარტიის ძირითად პლათფორმას, დაიცვას პარტიის წესდება, დაემორჩილოს ყრილობის გადაწყვეტილებებს, შეასრულოს მთავარი კომიტეტის დავალებები 5.4. პარტიის წევრები იხდიან პარტიის ყოველთვიურ საწევრო შენატანს და შიდაპარტიულ არჩევნებში სარგებლობენ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით. 5.5. საწევრო შენატანების გადახდის წესსა და ოდენობას ადგენს მთავარი კომიტეტი; 5.6. პარტიის წევრს უფლება აქვს: 5.6. 1. წინადადებით მიმართოს პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებს და მონაწილეობა მიიღოს ამ წინადადებების განხილვაში; 5. 6. 2. მიიღოს ინფორმაცია პარტიის საქმიანობის შესახებ; 5.9. მთავარი კომიტეტი უფლებამოსილია გარიცხოს პარტიის წევრი, თუ მისი მოქმედება ეწინააღმდეგება პარტიის წესდებას. 6. პარტიის ყრილობა 6.1. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის ყრილობა, რომელიც მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ. 6.2. პარტიის რიგგარეშე ყრილობა მოიწვევა: 6.2.1. პარტიის წევრთა 1/5-ის (ერთი მეხუთედის) წერილობითი მოთხოვნით; 6.2.2. პარტიის უკანასკნელი ყრილობის დელეგატთა 1/5-ის (ერთი მეხუთედის) წერილობითი მოთხოვნით; 6.2.3. მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით; 6.2.4. პარტიის თავმჯდომრის გადაწყვეტილებით; 6.3. პარტიის ყრილობის დელეგატები არიან: 6.3.1. მთავარი კომიტეტის წევრები; 6.3.2. პარლამენტის წევრები, რომლებიც იმავდროულად არიან პარტიის წევრები; 6.4 ცნობა პარტიის ყრილობის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ყრილობამდე არაუგვიანეს 1 თვისა, დღის წესრიგის მითითებით. 6.5. ყრილობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვტილება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პარტიის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 6.6. ყრილობა იღებს პარტიის წესდებაში ცვლლილებებსა და დამატებებს ღია კენჭისყრით ყრილობის დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 7. მთავარი კომიტეტი 7.1. ყრილობებს შორის პარტიას ხელმძღვანელობს მთავარი კომიტეტი; 7.2. მთავარი კომიტეტი შედგება თავმჯდომარის და 6 წევრისაგან. 7.3. მთავარი კომიტეტის წევრებს ირჩევს პარტიის ყრილობა. 7.4. მთავარი კომიტეტის წევრობის კანდიდატების დასახელება ხდება ყრილობაზე. 7.5. მთავარი კომიტეტის წევრების არჩევა ხდება ღია კენჭისყრით ყრილობის დამსწრეთა ორი მესამედით. 7.6.მთავარი კომიტეტი უზრუნველყოფს ყრილობის გადაწყვეტილებების შესრულებას. 7.7.მთავარი კომიტეტი წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს პარტიის ყრილობას. 8. პარტიის ქონება 8.1 პარტიის ქონება იქმნება კანონით გათვალისწინებული შემოსავლებით. 8.2. პარტიის მიერ მიღებული შემოსავლები გამოიყენება პარტიული საქმიანობისთვის. 9. პარტიის თავმჯდომარე 9.1.პარტიის საქმიანობას წარმართავს პარტიის თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს პარტიის ყრილობა 2 წლის ვადით. 9.2. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ასახელებს ყრილილობის დამსწრეთა არანაკლებ ერთი მეხუთედი. 9.3.პარტიის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით ყრილობაზე დამსწრეთა ორი მესამედით. 9.4. თავმჯდომარე წარმოადგენს პარტრიას პოლიტიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებში. 9.5. განკარგავს პარტიის ფინანსებს და მატერიალურ ფასეულობებს. 9.6. წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს პარტიის ყრილობას 10. სარევიზიო კომისია 10.1. პარტიის ყრილობა ამტკიცებს სარევიზიო კომისია 3 წევრის შემადგენლობით 2 წლით. 10.2. სარევიზიო კომისიის წევრების დამტკიცება ხდება ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით. 10.3. სარევიზიო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. 10.4. სარევიზიო კომისია ამოწმებს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობას. 10.5.სარევიზიო კომისია წარმოუდგენს თავისი საქმიანობის შედეგებს ყრილობას. 15. პარტიის აპარატი 15.1. პარტიის საქმიანობის განსახორციელებლად იქმნება აპარატი. 15.2. პარტიის აპარატის საშტატო ნუსხას და პირად შემადგენლობას ამტკიცებს მთავარი კომიტეტი. 16. პარტიის მონაწილეობა არჩევნებში 16.1. პარტიის მონაწილეობა არჩევნებშ განისაზღვრება კანონმდებლობის შესაბამისად. 17. პარტიი საქმიანობის შეწყვეტა. 17.1. პარტიის საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონით დადგენილი წესით.
|
|
Friday, 19 March 2010 19:02 |
|
 საქართველოს ქალთა პარტია – სამართლიანობისა და თანასწორობისათვის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის წევრი (2004-2008), დამოუკიდებელი დეპუტატი, განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის კომიტეტის წევრი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
დაამთავრა თსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, თსუ დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი, თსუ სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი. 1976 წელს დაიცვა დისერტაცია ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა”. 1992 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემაზე: “უმრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები”. არის 90-მდე ნაშრომის ავტორი, (მათ შორის 4 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო).
მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ.უზნაძის სახელობის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში კრიმინოლოგიის განყოფილების გამგედ, საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი(სდასუ) პრორექტორად, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ.
2000-2001 წლებში სამეცნიერო კვლევას ეწეოდა და ლექციებს კითხულობდა აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში.
არის აშშ-ს სამეცნიერო და სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის პრეზიდენტი (1999 წლიდან დღემდე), საერთაშორისო ცენტრის ”განათლება მშვიდობისათვის” დირექტორი (2004 წლიდან დღემდე), გამოყენებითი ფსიქოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი (1995 დღემდე), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი მოძრაობის პრეზიდენტი (2007 წლიდან). მიღებული აქვს დ. უზნაძის სახელობის სტიპენდია (1964-1969); ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NAთO) გრანტი (1995-96); უმაღლესი განათლების მხარდამჭერი პროგრამის გრანტი (1997-1998); კარნეგის ფონდის გრანტი (1999); აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი აშშ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისთვის(2002-2005); აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტი აშშ დენვერის უნივერსიტეტს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობისათვის (2006-2009). A
არის მსოფლიო მეცნიერთათვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი (2000-2001). გუგული მაღრაძე იყო მიწვეული მომხსენებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: ესთეტიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე (ფინეთი 1995); ევროპის ფსიქოლოგთა კონგრესებზე (დუბლინი 1996, რომი 1998); მსოფლიო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კონგრესზე (მონრეალი, 1996); გამოყენებითი ფსიქოლოგიის მსოფლიო კონგრესზე (სან-ფრანცისკო, 1998), ფულბრაიტის ასოციაციის საერთაშორისო ყრილობაზე( ვაშინგტონი 2001); ევრაზიის დიალოგის მსოფლიო ფორუმზე( სტამბოლი, 2005), მსოფლიო მეცნიერების ფორუმზე (ბუდაპეშტი, 2006) და სხვა.
მიღებული აქვს სერტიფიკატები: ვირჯინიის (აშშ) მედიაციის ცენტრის სერტიფიკატი კონფლიქტის მენეჯმენტში, მედიაციის ტექნოლოგიის ცენტრის სერტიფიკატი კონფლიქტის მოგვარების ალტერნატულ მეთოდებში, ვირჯინიის მედიაციების ცენტრის სერტიფიკატი სასამართლო მედიაციაში, ნიუ იორკის ღია საზოგადოების ქალთა ქსელის სერთიფიკატი უფლებამოსილებით განათლებაში, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და პროექტ ’ჰარმონიას” ქალთა ლიდერობის პროგრამის სერტიფიკატი და სხვა.
არის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების წევრი, მსოფლიო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის წევრი, გამოყენებითი ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაციის წევრი, პოლიტიკური ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაციის წევრი.
გუგული მაღრაძეს ყავს ქალიშვილი და ორი შვილიშვილი.
|
|
|